ვასილ მაღლაფერიძე: დამხობა ერთობ სახიფათო ცნებაა, რომელსაც პირდაპირ არასამართლებრივ სივრცეში გადაჰყავს ამ ცნების ირგვლივ ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებულნი
“დამხობა ერთობ სახიფათო ცნებაა, რომელსაც პირდაპირ არასამართლებრივ სივრცეში გადაჰყავს ამ ცნების ირგვლივ ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებულნი”, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, მედიის მიუკერძოებლობა საზოგადოებისთვის რეალობის ჩვენებას ნიშნავს და არა დამხობის ხელშეწყობას.
„დამხობა ერთობ სახიფათო ცნებაა, რომელსაც პირდაპირ არასამართლებრივ სივრცეში გადაჰყავს ამ ცნების ირგვლივ ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებულნი. მედიის მიუკერძოებლობა კი არასამართლებრივ და სამართლებრივ სივრცეებს შორის ბალანსის შენარჩუნებას ან სულაც დამხობის ხელშეწყობას კი არ ნიშნავს, არამედ საზოგადოებისთვის რეალობის ჩვენებას. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ჟურნალისტმა, რომელიც თავისი საქმიანობის გაგრძელებას მიკროფონით და კამერით აპირებს და არა ავტომატით”,- წერს ვასილ მაღლაფერიძე.