“მთელი ჩემი შემოქმედება, მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია სასახლესთან” – გოგი თოდაძის ხსოვნის საღამო გაიმართება

21 თებერვალს 17: 00 საათზე, მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში“ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორის, მსახიობის,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო მიმართულების ასოცირებული პროფესორის გიორგი (გოგი) თოდაძის ხსოვნის საღამო – „ვიხსენებთ ბატონ გოგის-75″ გაიმართება.

ბატონმა გოგი თოდაძემ დააარსა და ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს“, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა რეჟისორებისა და მსახიობების თაობები აღზარდა. თავისი შემოქმედებითი კარიერის განმვალობაში 100-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული.

ღონისძიებას სკოლა-სტუდია „ბერიკების“ აღსაზრდელები, ეროვნული სასახლის პედაგოგები, თეატრისა და კინოს რეჟისორები , მსახიობები, ბატონი გოგის კოლეგები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები