გერმანიაში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 5 მძიმედ დაიჭრა

გერმანიის, ქალაქ ჰანაუში ორ ჩილიმბარსა და ერთ ოფისზე თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 5 მძიმედ დაშავდა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, მოგვიანებით, ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მასთან ახლოს კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს.

ჰანაუ, ფრანკფურტიდან 20 კმ დაშორებით მდებარეობს.

თავდამსხმელის ქმედების მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები