ხულოს მუნიციპალიტეტის მერი სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ტუნაძეების, ქურდულისა და ახალი უბნის მოსახლეობას შეხვდა.
ვახტანგ ბერიძე სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და მიმდინარე წელს სოფლებში განსახორციელებელი პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.