იემენის თავდაცვის მინისტრის ავტომობილი ააფეთქეს, დაღუპულია მისი დაცვის 4 წევრი
იემენში, მაარიბის პროვინციაში, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, მუჰამედ ალ-მაკდისის ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა.
მომხდარს მინისტრი გადაურჩა, თუმცა მისი თანხმლები 4 პირი დაიღუპა.
გარდა ამისა, მომხდარის შედეგად არიან დაშავებულებიც.
ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.