ჩინეთიდან სამ ამერიკელ ჟურნალისტს აძევებენ
ჩინეთში The Wall Street Journal-ის სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეწყვიტეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ჩენგ შუანგმა განაცხადა, ამის მიზეზი გამოცემის სათაური გახდა.
The Wall Street Journal-მა ჩინეთი „აზიაში ავადმყოფად“ დაასახელა.
პეკინში სათაური „რასისტულად და სიცრუეს შემცვლელად“ შეაფასეს.
საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაუქმება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გამოცემაში „ოფიციალური ბოდიშის მოხდაზე უარი თქვეს“.
The Wall Street Journal-ის სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ ერთდროულად სამი ჟურნალისტის ქვეყნიდან გაძევება, მაო ძედუნის მმართველობის ეპოქის შემდეგ, პირველად მოხდა.
ჟურნალისტებმა ქვეყანა ხუთი დღის გამავლობაში უნდა დატოვონ.