მერაბ ქვარაია: პოლიტიკა, რომელიც თბილისის მერიამ დაუმთავრებელი ბინათმშენებლობის მიმართულებით შეიმუშავა და განახორციელა, უპრეცედენტოდ ეფექტური და შედეგიანია
პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თბილისის მერიის მიერ დაუმთავრებელი ბინათმშენებლობის მიმართულებით შემუშავებული პოლიტიკა შედეგიანია.
“პოლიტიკა, რომელიც თბილისის მერიამ დაუმთავრებელი ბინათმშენებლობის მიმართულებით შეიმუშავა და განახორციელა, უპრეცედენტოდ ეფექტური და შედეგიანია. რაც ყველაზე მთავარია ამ პოლიტიკის შედეგად ოჯახებმა, რომელთაც პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობა ჰქონდათ, გადალახეს ეს სირთულე და საბინაო ფართით დაკმაყოფილების რეალური შესაძლებლობა მიიღეს. დედაქალაქში ასეთი მარტო ერთი კომპანიის “სვეტის” მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი და საერთო ჯამში კი ასეთი 179 დაუმთავრებელი მშენებლობა იყო”-განაცხადა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.