მირიან ხოსიტაშვილი: ქართული ყოფისა და კულტურის სწავლება სკოლის პერიოდიდანაა საჭირო

ძველად, ქართველთა ყოფითი კულტურის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის, გამრავლების და სიძლიერის აუცილებელი წინაპირობა იყო, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართული ყოფისა და კულტურის სწავლება სკოლის პერიოდიდანაა საჭირო.

“ძველად, ქართველთა ყოფითი კულტურის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის, გამრავლების და სიძლიერის აუცილებელი წინაპირობა იყო.

წყვილის დაქორწინებით არა მარტო ორი კონკრეტული ადამიანის ურთიერთობა იწყებოდა, არამედ მათთან დაკავშირებული, მანამდე ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ხალხის ერთ სანათესაოდ შეყრა.

ეთნოლოგიური რეალობისთვის არც განქორწინება იყო უცხო, იყრებოდნენ დიდი ხნის ოჯახებიც. ქართულ ისტორიულ – ეთნოგრაფიულ მხარეებში განქორწინება სხვა და სხვა ფორმით გვარდებოდა. ქართული ჩვეულებითი სამართალი ასეთ უამრავ ფორმას იცნობს.
დღეს ამათ რა ღმერთი გაუწყრათ, რა ჯანდაბამ დაუბნელათ გონება. ცოლებს თუ უკვე გაშორებულებს, უმოწყალოდ იმეტებენ.

P.S.
საჭიროა ქართული ყოფისა და კულტურის მეტი სწავლება სკოლის პერიოდიდან”,- წერს მირიან ხოსიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები