გორში გიორგი მახარობლიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

გორში ცნობილი პოეტის გიორგი მახარობლიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ნიჭიერი პოეტი, კოლორიტული პიროვნება, მოკრძალებული ადამიანი“, – ასე იხსენებდნენ დღეს მეგობრები და კოლეგები გიორგი მახარობლიძეს.

გორელების საყვარელი პოეტი 2017 წლის 30 იანვარს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დღეს, 18 თებერვალს, მას 60 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები