პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც კამათი და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ შენობის შესასვლელის დაბლოკვა დაუშვებელია.

თავის მხრივ აქციის მონაწილეებმა სამართლდამცველებს “მონები” უწოდეს.

პარლამენტთან სხვადასხვა მოძრაობისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას, სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელ სხდომაზე უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები