თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, დვირის, ედისის, ჟველაურის, ზვარეთის, იფნევის, კვერნაულის და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IIIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, მიხეილ გახოკიძის, სესილია თაყაიშვილის და ილია სუხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სესილია თაყაიშვილის და ჭირნახულის ქუჩების ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის II კვარტლის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გელა ჭედიას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები