სოფელ ხაიშში აქციის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა

მარნეულიტვ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხაიშში საპროტესტო აქციის მონაწილეებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე შეხვდა.

როგორც მერმა განაცხადა, საპატრულო პოლიცია და თვითმმართველობა მუშაობს, რომ საძოვრებიდან ოთხფეხა პირუტყვი აღარ დაიკარგოს.

თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემა გამოწვეულია იმით,რომ მოსახლეობა საძოვარზე პირუტყვს მწყემსის გარეშე უშვებს და მათი დაკარგვა სწორედ მაშინ ხდება.

მოსახლეობის მიერ მოთხოვნილ კომპენსაციებს რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ დაკარგული საქონლის სანაცვლოდ, ადგილობრივი ხელისუფლება, ფულად კომპენსაციებს ვერ დაარიგებს, ვინაიდან ამის საშუალებას კანონი არ აძლევთ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.  მათი თქმით, სოფელში საქონლის ქურდობის ფაქტები გახშირდა და შესაბამისი უწყებიდან რეაგირებას და დახმარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები