შუახევის მერი ზამლეთის თემის ამბულატორიის მუშაობას გაეცნო

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს წევრ ზაზა დავითაძესთან და შუახევის სოციალური სერვისების ცენტრის უფროს მერაბ დავითაძესთან ერთად, ზამლეთის თემის ამბულატორიაში იმყოფებოდა და  ამბულატორიის სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივების მიმართვიანობით დაინტერესდა.

ზამლეთის ამბულატორიას ახალი ექიმი ჰყავს, რომელიც რამდენიმე თვეა დაინიშნა და შესაძლებლობის ფარგლებში, პაციენტებს დახმარებას ადგილზე უწევს.

მაკა ღორჯომელაძის თქმით, მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და ძირითადად მუშაობა ქრონიკულად დაავადებულ პაციენტებთან უხდება.

“დიდთოვლობის მიუხედავად, ექიმები და ექთნები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და პაციენტებს პირველადი სახის დახმარებას ადგილზე უწევენ. მათ მუშაობისთვის ყველა პირობა აქვთ შექმნილი. უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტებით, ემსახურებათ ტექნიკურად გამართული მაღალი გამავლობის ნივის მარკის ავტომობილები. ისინი პაციენტზე დახმარების გასაწევად ფეხითაც გადაადგილდებიან. პირველადი მოხმარების მედიკამენტებს შუახევის სოციალური სერვისცენტრი ამბულატორიებს თვეში ერთხელ, ხოლო თსპ-ებს კვარტალში ერთხელ გადასცემს “,- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ზამლეთის ამბულატორიის სამუშაო პირობების გაცნობის შემდეგ, ფრიდონ ფუტკარაძე სოციალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. ადგილობრივებს მომსახურებას 12 ამბულატორია და 44 თემის სამედიცინო პუნქტი უწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები