ირაკლი შოთაძე: ჩემი პროგრამით ვარ მოსული, კომიტეტთან ვაპირებ საუბარს იმ მიმართულებებსა და ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე

ჩემი პროგრამით ვარ მოსული, კომიტეტთან ვაპირებ საუბარს იმ მიმართულებებსა და ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის მზად არის კომიტეტზე, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

“მინდა მადლობა ვუთხრა საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. დღეს გრძელდება ახალი გენერალური პროკურორის შერჩევის კონკურსი. წარვსდგები კომიტეტის წინაშე, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ჩემი პროგრამით ვარ მოსული, კომიტეტთან ვაპირებ საუბარს იმ მიმართულებებსა და ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე, მზად ვარ კომიტეტზე ყველა კითხვას გავცე პასუხი”, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები