ნათია თურნავას იმედი აქვს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საარბიტრაჟო დავა დღის წესრიგში არ დადგება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს,რომ ანაკლიის კონსორციუმთან დავა არბიტრაჟში არ გაგრძელდება.

თურნავას შეფასებით, კონსორციუმის სუვერენული უფლებაა მიმართოს არბიტრაჟს,თუმცა უკეთესი იქნება თუ ეს დავა უფრო მშვიდობიანად მოგვარდება. მინისტრის განცხადებით, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კვლავ რჩება სახელმწიფოს პრიორიტეტად და მიმდინარეობს მუშაობა ახალი უფრო სრულყოფილი ტენდერის გამოსაცხადებლად.

„გვინდა რომ ტენდერი ჩატარდეს ძალიან მაღალ დონეზე, ამიტომ ვაპირებთ ჩავრთოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ მოვლენილი კონსულტანტები, რადგან ტენდერი იყოს უფრო გამჭვირვალე და დამაჯერებელი. ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკელი ინვესტორების, ამერიკული კომპანიების ან რომელიმე ძლიერი ევროპული ინვესტორების ჩართვას“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც ცნობილია,მას შემდეგ რაც სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პორტის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა კონსორციუმმა დავის საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელების შესახებ განაცხადა. როგორც კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, კონსორციუმი არბიტრაჟს სავარაუდოდ მარტში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები