ზუგდიდის მერია ქალებისთვის საოჯახო ელექტროტექნიკას აღარ შეიძენს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი, საზოგადოებაში გამოწვეული აზრთა სხვაობის გამო გაუქმდა.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ქალთა დღესასწაულისთვის, 20 სხვადასხვა ორგანიზაციიდან წარმოდგენილ ქალბატონს თაიგულს და 200 – 200 ლარს, ფულად საჩუქარს გადასცემს, რათა თითოეული მათგანის ინტერესი თანაბრად იქნეს გათვალისწინებული”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზუგდიდში მოქმედი 20 სხვადასხვა ორგანიზაცია ქალბატონებს თავად, საკუთარი კრიტერიუმებით შეარჩევს და წარადგენს.