ახალციხეში “სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
ახალციხეში “სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ, პაატა კლდიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სერტიფიკატები “სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ 19 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადასცა. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენის პროგრამის A2 დონის სასწავლო კურსი გაიარეს. სასწავლო პროცესი ქალაქ ახალციხეში დაკომპლექტებულ 2 სასწავლო ჯგუფში მიმდინარეობდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.