“აწარმოე საქართველოში“ 225 მილიონი დოლარის მოზიდავას გეგმავს
პროგრამა „ აწარმოე საქართველოში“ უცხოური ინვესტიციების სახით 225 მილიონი დოლარის მოზიდვას და 3500 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
როგორც სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ – ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დასახულია გეგმა, რომელიც ინვესტიციების ზრდაზეა ორიენტირებული.
„გვაქვს დასახული გეგმა, რომ 2020-2021 წლებში უნდა მოვიზიდოთ 225 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც არის 3500 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. უნდა შეირჩეს 350 სამიზნე კომპანია, რომლებთანაც შემდეგ მიდის ვიზიტები, საინვესტიციო შეთავაზებების მიცემა და ასევე მათი ვიზიტების ორგანიზება საქართველოში“, – განაცხადა ხიდურელმა.