„ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავმჯდომარედ ნუგზარ შარია აირჩიეს

„ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავმჯდომარედ ნუგზარ შარია აირჩიეს. ნუგზარ შარიას კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა.
ინფორმაციას ამის თაობაზე ამერიკაში მოღვაწე მსახიობის, ნუგზარ შარიას შვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია ავრცელებს ფეისბუქზე.
„იმდენად, რამდენადაც, „ჟურნალისტებს“, პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახავს რეიტინგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს-ანჯელესში, „ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, ნუგზარ შარია აირჩიეს,  ნუგზარ შარიას კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა! ნოემბერში ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო „ოსკარების“ ჟიურის მიმწვევა, თავჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. უჟგოროდის ტვ-ს სიუჟეტს გთავაზობთ. „ოსკარების“ ჟიურიზე საუბარი ამ ვიდეოში არ არის. გილოცავ მამაჩემო!“ – წერს ზურაბ შარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები