„საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“ – ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

 18 თებერვალს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა – „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში ამ თემაზე დაცული მრავალფეროვანი მასალა – ფოტო, წერილობითი და კინოდოკუმენტები.
როგორც „კვირას“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, საგამოფენო ექსპონატები ასახავს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესს. დამთვალიერებელი იხილავს საბრძოლო მოქმედებებისა და წვრთნების, ასევე, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პირების ფოტოებს; სამხედრო თემატიკაზე გამოცემული გაზეთებს, ქვეითების შეიარაღების ნიმუშებს, შაშხანებს, რევოლვერებსა და ტაბახმელაში იუნკერების პოზიციებზე ნაპოვნ ვაზნებს.
გამოფენის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული კინოდოკუმენტები, რომელმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო პირებისა და შეიარაღების ცოცხალი კადრები შემოგვინახა.
გამოფენის მიზანია საზოგადოების ინტერესის გაზრდა საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის სამხედრო ისტორიის მიმართ.
გამოფენა 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები