ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

14 თებერვალს, 18:00 საათზე, “სითი მოლი საბურთალოს” პრემიუმ ზონაში,პირველი სართულზე, სპეციალურად ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ვალენტინობის დღესასწაულისთვის მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც სიყვარულს, გრძნობებს, სიცოცხლის გამოვლინებასა და სხვადასხვა თავგადასავალს ეხება.
ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ ფერწერის, გრაფიკისა და მცირე სკულპტურის ნიმუშები.
გარდა ამისა, ხელოვანი ელენე რაქვიაშვილი მსურველს შესთავაზებს პერფორმანსში მონაწილეობას, სადაც იგი თვითონვე შექმნის სასურველ სურათებს ღვინით.
გამოფენა 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიებაზე სტუმრების განსაკუთრებულ განწყობას, ხელოვნების ნიმუშებთან ერთად, ცოცხლად შესრულებული კლასიკური მუსიკაც შექმნის.

მის: პრემიუმ ზონა, „სითი მოლი“ საბურთალო – ვაჟა-ფშაველას N70.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები