ახალციხეში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მიწის რეგისტრაციის კიდევ უფრო გამარტივებულ პროცედურებსა და 2020 წლიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს. შეხვედრას ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წევრები და მიწის რეგისტრაციის საკითხებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნებ.

ცვლილებების თანახმად, 2020 წლის 1 იანვრიდან მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, გახდა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით.

რეფორმის მიზანი ქვეყნის მასშტაბით მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები