მოულოდნელი საჩუქარი მინისტრის სახელით მეხანძრე მაშველს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მამუკა ამბროლაძეს 50 წლის იუბილე მიულოცა და საჩუქრად პისტოლეტი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, მამუკა ამბროლაძეს 50 წლის იუბილე აქვს. იგი 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს და როგორც უწყების განცახდებაში ვკითხულობთ, საქმისადმი ერთგულებითა და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სპეციალურად მის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში იმყოფებოდა. მან მამუკა ამბროლაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამსახურის სახელით, წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ვახტანგ გომელაურისგან საჩუქრად პისტოლეტი გადასცა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები