2016 წლის შემდეგ, სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პირველი თოვლი მოვიდა (ფოტოები)

2016 წლის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პირველი თოვლი მოვიდა. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის, კალა-ლასდილის (კმ171-კმ198) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 15 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით და ზღვაზე შტორმი. მათივე ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილებაც.

“15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები