სოფელ ჭაქვინჯში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის კახა ფარცვანიას ინფორმაციით, ძლიერი ყინვის გამო სკოლაში მწყობრიდან გამოვიდა გამათბობელი სისტემა, დაზიანდა მილები.

ფარცვანიას ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 51 საჯარო სკოლაა. რაც შეეხება,სოფელ ერგეტის საბავშვო ბაღს,სადაც გუშინ შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, აღსაზრდელებისათვის ალტერნატიულ ფართს ეძებენ. ამის შესახებ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ თქვა. მისივე თქმით, სასწავლო პროცესი ერეგეტაში ორშაბათიდან განახლდება, აღნიშნულ ბაღში 48 აღსაზრდელი ირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები