მამუკა ხაზარაძე: კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან, მე მივესალმები მის პოლიტიკაში დაბრუნებას

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს,  რომ ექსპრეზიდენტთან კონსულტაციები ამ თემაზე არ ჰქონიათ. ამის შესახებ ხაზარაძემ გორში, “ლელოს” რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ჩვენ ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან, მე მივესალმები მის მზაობას, რომ იგი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მინდა გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც უფლება და საშუალება არ მისცა ბიძინა ივანიშვილს, ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია იღლიის ქვეშ ამოედო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები