წმინდა ვალენტინის დღეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

წმინდა ვალენტინის დღეს, 14 თებერვალს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორგანიზაცია „ნაკვალევის” მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტი სიმსივნით დაავადებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად ცატარდება. პიანისტი ანხელეს იგლესიასი  ქართველ მეგობრებთან ერთად, კლასიკური მუსიკის მარგალიტებს შეასრულებს.
მონაწილეობენ: პიანისტი – ანხელეს იგლესიასი;
პიანისტი – დათუნა ალადაშვილი;
მეცო სოპრანო – ნატალია ქუთათელაძე;
მევიოლინე – ანნა ჭანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები