ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვანისჭალის ღვთისმშობლის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

0

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია განხორციელდა.
ტაძარი იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, დაზიანებული იყო კონქი და კამარა, სახურავი სრულად იყო ჩამოშლილი ხოლო კედლების დიდი ნაწილი დაბზარული და თითქმის ჩამოშლილი.
სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ:

აღდგა და გადაეწყო დაზიანებული კედლები, პილასტრები;
თლილი ქვით აღდგა კონქი და კამარა;
იატაკი დაეგო ქვიშაქვის თლილი ფილებით;
მოეწყო ხის კარ-სარკმელები;
ამბიონი და სოლეა მოეწყო ქვიშაქვის თლილი ბლოკებით;
ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ლორფინის იმიტაციით.

ეკლესია დარბაზულია. აგებულია XIX საუკუნეში. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. კუთხეებში დეკორატიულობისთვის ნახმარია გათლილი კვადრები. ასევე გათლილი ქვის საპირეები აქვს სარკმლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა: ი/მ „ბეჟან ყაველაშვილი”.

კომენტარები

კომენტარი