კახა კალაძე: ევროპარლამენტის მისია მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ევროპარლამენტარებს უგულავას საქმესთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ

ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისია მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ევროპარლამენტარებს უგულავას საქმესთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს სურვილი, რომ ევროპარლამენტარებმა უგულავას საქმესთან დაკავშირებით სიმართლე გაიგონ.

“ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება არის მნიშვნელოვანი, იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ევროპარლამენტარებს გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით. საქმე ეხება 50 მილიონის ქურდობას. ამის მტკიცებულებები თავის ვიდეო კადრებით არსებობს, არის სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც.

ევროპარლამენტარებს, სურვილის შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა, ჩამობრძანდნენ და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია. გუშინ, ამ ინიციატივის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის წევრები რა მდგომარეობაში ჩავარდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. ცხადია, მათ არ აქვთ სურვილი იმისი, რომ ევროპარლამენტარებმა სიმართლე გაიგონ, რეალურად რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ მოპარულია 50 მილიონი ბიუჯეტიდან, ხალხის ფული. ჩვენ, ჩვენს სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ და ყველას გავაგებინებთ რეალობას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები