ოქრო 1,8%-ით გაძვირდა
მსოფლიო ბირჟებზე ვაჭრობის შედეგად, ერთ დღეში ოქრო 1,8%-ით გაძვირდა. Reuters-ის ინფორმაციით, ერთი უნციის ფასი (31,1 გრამი) $1579,72 გაუტოლდა, რაც 2013 წლის აპრილის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.
როგორც გამოცემა იუწყება, ფასზე გავლენა ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა დაძაბულობამ მოახდინა. მანამდე მსოფლიო ბირჟებზე ვაჭრობისას, შავი ოქროც, Brent-ის მარკის ნავთობი გაძვირდა.
წყარო: report.ge