გია ვოლსკი: ევროპარლამენტართა შემადგენლობით, ფაქტების დამდგენი მისია შეიქმნება, რომელიც საქართველოში ჩამოვა და უგულავას საქმეზე შესაბამის დასკვნებს გააკეთებს
გიგი უგულავას დაკავების საკითხი საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახდეს, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გამოტანილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქვეყანას ზიანს მოუტანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროპარლამენტიდან გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის საქართველოში ჩამოსვლის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
“უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა, შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებას და გამოტანილ განაჩენს. როგორც მოგეხსენებათ, სტრასბურგში მყოფმა პარტიის გენერალურმა მდივანმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემადგენლობით მრავალპარტიული, ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში, ამ საკითხებს სამართლებრივი, პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და გააკეთებს შესაბამის დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა.
ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას მერე, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანას და მის სტაბილურობას. ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას. რასაკვირველია ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი ის, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე. ეს იწვევს დამატებით შეკითხვებს. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს. ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება, რაც დილიდან გახდა ჩვენი ოპონენტების პოზიციის მთავარი გამოხატულება საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში. ასეთი მისიის ჩამოსვლა ჩვენთვის, თქვენთვის, საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, არა მარტო იმიტომ, რომ სტაბილურობა შევძინოთ პოლიტიკურ პროცესს, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოებამ აშკარად დაინახოს განსხვავება იმ პოზიციას შორის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და იმ პოზიციასთან მიმართებაში, რომელიც გააჩნიათ ჩვენს ოპონენტებს,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის წარმომადგენლებს საქართველოში ჩამოსვლა პირადად შესთავაზეს.