ნიგერიაში ახალ დაუდგენელ დაავადებას ებრძვიან – დაღუპულია 15 ადამიანი
ნიგერიაში, ბენუეს შტატში, ახალი დაუდგენელი დაავადება დაფიქსირდა, რომელსაც უკვე 15 ადამიანი ემსხვერპლა.
დაავადებულთა რიცხვი 104 ადამიანს მიუახლოვდა.
ამასთან, ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დაავადება კორონავირუსი COVID-19 არ არის.
პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ იანვარში გამოვლინდა.
დაავადების მთავარი სიმპტომებია: ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი.
ლაბორატორიის მედიკოსები აღნიშნავენ, რომ დაავადება „რაღაცა ახალია“ და მასთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ.