საქართველოს გენერალურმა კონსულმა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, ზაარლანდში, შეხვედრები გამართა

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ზაარლანდის პარლამენტის პრეზიდენტთან შტეფან ტოსკანისთან, ზაარლანდის სახელმწიფო კანცელარიის უფროსთან, ჰენრიკ აიტელთან და ზაარბრიუკენის მერთან, უვე კონრადთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრებისას გერმანულ მხარეს ინფორმაცია საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან მიმართულებებზე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ გარემოსა და ამ მიმართულებებით მიღწეულ პროგრესზე მიეწოდა.

აღსანიშნავია რომ მიმდინარე წელს თბილისის და ზაარბრიუკენის დამეგობრების 45 წლის იუბილე სრულდება, რომლის აღნიშვნა ზაარბრიუკენის მერთან შეხვედრისას აქტიურად იქნა განხილული.

გერმანულმა მხარემ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები