კლარა დობრევი: ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ – ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია

ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ – ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა, კლარა დობრევმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი სიტუაცია ბოლოს მაინც ჩიხში შესვლით მთავრდება.

“ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ და ზოგადად, ევროპარლამენტი, პასუხისმგებელია მეზობელ ქვეყნებში და განსაკუთრებით საქართველოში, მშვიდობისა და დემოკრატიის ხარისხის შენარჩუნებაზე. მსოფლიოში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური ძვრების ფონზე, როგორც ეს ამჟამად მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ხდება – მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთთან საუბრის, დიალოგის პასუხისმგებლობა უნდა ამოძრავებდეთ. დიალოგის გარეშე ნებისმიერი სიტუაცია ბოლოს მაინც ჩიხში შესვლით მთავრდება და ამის უამრავი მაგალითი აქვს შემონახული ისტორიას. ორმხრივი კომუნიკაციის გარეშე ქორწინება ინგრევა, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოზე. ამრიგად, ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ. ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია,” – განაცხადა კლარა დობრევმა.

კლარა დობრევს დღეს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ, რომლებიც სტრასბურგში ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომის გახსნამდე, ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები