ნიდერლანდებში ორ საფოსტო განყოფილებაში აფეთქება მოხდა – ბომბი ამანათში იდო

ამსტერდამში ფოსტის შენობაში აფეთქება მოხდა, ამის შემდეგ კიდევ ერთი ბომბი, კერკრადში, ფოსტის დაფასოების ცენტრშიც ამოქმედდა.

ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ორივე შემთხვევაში არავინ დაშავებულა.

წინასწარი ვარაუდით, ამსტერდამში ბომბი ამანათში იდო და ადგილობრივი დროით 8:00 საათზე აფეთქდა, კერკრადში კი, 8:30 საათზე.

სამართალდამცველები ჯერჯერობით ორ აფეთქებას ერთმანეთთან ვერ ადასტურებენ.

გამოცემა NRC Handelsblad აღნიშნავს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნიდერლანდებში ბომბის არსებობასთან დაკავშირებით წერილი, რამდენიმე კომპანიამ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები