ომბუდსმენი: უგულავას საქმე იმ საფრთხეების მატერიალიზაციაა, რომლის გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა

სახალხო დამცველი გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიგი უგულავას, გ.ს.-ს, დ.ა.-ს, ა.თ.-სა და დ.ა.-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე იმ საფრთხეების მატერიალიზაციას წარმოადგენს, რომლის გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა.

2020 წლის 10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციების მიერ დადგენილი განაჩენი და პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახით 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა დაუნიშნა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები