ლინას ლინკევიჩუსი: მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტი იქნება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ გამოეხმაურა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემა ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს.
„შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლოს განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენებოდეს ოპოზიციის დევნისთვის. ოპოზიცია არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტი იქნება“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.
ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ გუშინ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.