მამუკა მდინარაძე გიგი უგულავას დაკავებაზე: ოპოზიცია, ხალხის მოსატყუებლად პროცედურულ დარღვევაზე აპელირებს და არა დანაშაულზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.

მდინარაძის შეფასებით, ოპოზიცია, ხალხის მოსატყუებლად პროცედურულ დარღვევაზე აპელირებს და არა დანაშაულზე.

“მე გეტყვით რაში მდგომარეობს მთავარი ტყუილი ვინც ამას პოლიტიკურ დევნად აფასებს, ისინი აპელირებენ, რომ თითქოს ეს არის ორჯერ გასამართლება ერთდაიგივე საქმეზე, რაც აბსოლუტურად პოპულაციური მესიჯია, ერთი მთავარი არგუმენტიდან გამომდინარე, პროკურატურა ყველა ეტაპზე 2013 წლიდან მოყოლებული ამბობდა, რომ ეს არის გაფლანგვა რაშიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმნენ, ეს პოზიცია პროკურატურისა გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. ამაში კანონდარღვევა არაფერია. მთავარი ტყუილი იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ამაზე, პროცედურის დარღვევაზე მიუთითებენ პოლიტიკური დევნის არგუმენტად ჩვენი ოპონენტები, სადაც რეალურად პროცედურული დარღვევა არ არის, მეორე მხრივ, ისინი, დანაშაული არის თუ არა და 48 მილიონი გაფლანგა თუ არა, ამ მიმართულებით საერთოდ არ საუბრობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ისინი ტყუილშიც ვამხილოთ, რომ საუბრობენ პროცედურულ დარღვევაზე, რაც რეალურად არ ყოფილა და არ საუბრობენ 48 მილიონის გაფლანგვაზე, სადაც არის რეალურად დანაშაული და ამ დროს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი თანამდებობის პირი გასამართლებულია და შეფარდებული აქვთ მკაცრი სასჯელები, 100-ჯერ და 200-ჯერ ნაკლები თანხების გაფლანგვისა და მითვისების გამო. შეგვიძლია გავიხსენოთ, ბათუმის მერი, ერმაკოვი, რომელიც 500 000 ლარის გაფლანგვის გამო 7 წლით ზის ციხეში, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ფოთის მერი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა. ეს არის სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. საუბარი შეეხება 48 მილიონ ლარს. პირველ შემთხვევაში საუბარი იყო, რაზეც გასამართლდა და მოიხადა სასჯელი 4 მილიონ ლარზე, თბილ-სერვისის საქმეს ეხება, მეორე საქმე გაფლანგვას შეეხებოდა, რომელშიც უგულავას ბრალი წარუდგინეს და ეს პროცესი გუშინ დამთავრდა. ეს იყო ერთი პროცესი. უზენაეს სასამართლოში, მათ თავად დანაშაულის შესახებ საჩივარიც კი არ შეუტანიათ. როგორც ჩემთვის ცნობილია, უზენაეს სასამართლოში გიგი უგულავას და მის ადვოკატებს გასაჩივრებულიც კი არ ჰქონდათ და დღეს, ისინი სპეციალურად ხალხის მოსატყუებლად აპელირებენ პროცედურაზე და დანაშაულზე”, – განმარტა მდინარაძემ.

​შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გუშინ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები