ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილი შპს “გარდაბნის თბოსადგურის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“თბოსადგურის მფლობელ ორგანიზაცია – “ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” (GOGC) დაუდასტურეს.

როგორც „ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აცხადებენ, ქუცნაშვილი ნამდვილად დაინიშნა თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ.

შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – საპარტნიორო ფონდია,ხოლო 50.908%-იანი წილს კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები