გიორგი ვოლსკი გიგი უგულავას დაკავებაზე: დანაშაული ჩადენილია და სასამართლო ამას ამტკიცებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დანაშაული ჩადენილია, სასამართლო კი ამას ამტკიცებს.

“პოლიტიკური მიზანშეწონილობა რომ გავთვალო მე პირადად და ვიფიქრო, ეხლა დაკავების დრო არ არის და ამ დროს მეორე მხარეს, პროკურატურას, მტკიცებულებები ჰქონდეს, რომ 50 მილიონია გაფლანგული, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი? ჩემი ემოციით, ხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ რეალურად იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაული ჩადენილია, დანაშაული სახეზეა და სასამართლო ამას ამტკიცებს. კვალიფიკაცია იყო მიყენებული სხვა, პროკურატურამ სხვა მოითხოვა,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები