მარტვილში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები სერგიეთის, აბედათის, ტალერის და კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.

2020 წელს მარტვილი მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები