საფრანგეთში ვულკანმა გაიღვიძა
საფრანგეთში, რეიუნიონის კუნძულთან, ვულკანმა, პიტონ-დე-ლა-ფურნეზმა ამოფრქვევა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას პიტონ-დე-ლა-ფურნეზის ვულკანური ობსერვატორია ავრცელებს.
ვულკანმა ამოფრქვევა დილის საათებში დაიწყო. ამ დროისთვის მისმა სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია.
ვულკანის სიმაღლე 2632 მეტრია და ის კუნძულის დაუსახლებულ ნაწილში მდებარეობს.