მედია: 2021 წლისთვის ტრამპი უცხო ქვეყნებისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს 2021 წელს უცხო ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების შემცირება. შესაბამისი წინადადებით ის კონგრესს მიმართავს.
ამის შესახებ Reuters თეთრ სახლში მაღალჩინოსანმა განუცხადა.
მათი თქმით, ტრამპი მესამე ქვეყნების დაფინანსების შემცირებას 21%-ით გეგმავს. ამასთან, უკრაინისთვის გათვალისწინებული დახმარების ოდენობა იგივე დარჩება.
The Wall Street Journal წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს, მომავალი საფინანსო წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
აშშ-ის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მაიკ მადლენმა, უცხო ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების შემცირებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი, სავარაუდოდ, ნეგატიურად აისახება მსოფლიოში აშშ-ის სამოქალაქო პირების ყოფნას, რომელთა დამსახურებითაც სამხედრო ჩარევების საჭიროება მცირდება.
„დიდი ქვეყნების კონკურენციის ეპოქაში, ინვესტიციების შემცირება რეალობისგან მოწყვეტა იქნება. ის დროა, როდესაც საჭიროა დიპლომატიაში ინვესტიციების ზრდა და არა მათი შემცირება“, – განაცხადა მადლენმა კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში.
ტრამპის ბიუჯეტის პროექტში უცხო ქვეყნების დახმარებისთვის 44,1 მლრდ დოლარის გამოყოფა იგეგმება, მაშინ როდესაც მიმდინარე წელს ამ მიზნებისთვის 55,7 მილიარდია გამოყოფილი.