იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 29 მილიონი დოლარით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 29 მილიონი დოლარით გაიზარდა.

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვრის თვეში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 193 მილიონ აშშ დოლარს შედგენს, (ზრდა +17.6%) რაც 29 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები