ანტარქტიდაზე მაღალი ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა
ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
არგენტინელმა მეტეოროლოგებმა, ესპერანსას სადგურზე, 1961 წლიდან პირველად – 18.3 გრადუსი დააფიქსირეს. 2015 წლის 24 მარტს -17,5 გრადუსი იყო.
მარამბიოს სადგურზეც რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. კერძოდ, 1971 წლიდან პირველად, ჰაერის ტემპერატურამ -14,1 გრადუსი შეადგინა. წინა რეკორდი 2013 წელს გამოვლინდა და -13,8 გრადუსი შეადგინა.
გაზეთი Clarin არგენტინის მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლის, სინდი ფერნანდესის, სიტყვებს ციტირებს, რომლის თქმით,“აღნიშნული, შესაძლოა, გლობალურ დათბობას უკავშირდებოდეს“.
მეცნიერების მტკიცებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში ანტარქტიდაზე ტემპერატურა თითქმის 3 გრადუსით გაიზარდა.
ექსპერტების თქმით, ანტარქტიდაზე ტემპერატურის მატება ყინულის დნობას იწვევს, რაც მომდევნო ათწლეულებში მსოფლიო ოკეანეში წყლის დონეს გაზრდის.