მამუკა მდინარაძე: მოლოდინი მაქვს, 50-დან 60 პროცენტამდე ხმების მიღების, ეს არის რეალური მონაცემები და შედეგები

თუ საპარლამენტო არჩევნები დღევანდელი კანონმდებლობით ჩატარდა, ანუ, 77/73-ზე პრინციპით, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით განუცხადა.

მდინარაძის თქმით, არჩევნებზე 50-დან 60 პროცენტამდე ხმების მიღების მოლოდინი აქვს.

„თუ ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდება, შესაძლოა, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა გაგვიჭირდეს, თუმცა თუ საპარლამენტო არჩევნები დღევანდელი კანონმდებლობით ჩატარდა, ანუ, 77/73-ზე პრინციპით, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა. მოლოდინი მაქვს, 50-დან 60 პროცენტამდე ხმების მიღების, ეს არის რეალური მონაცემები და შედეგები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები