დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობბაზასთან ნავთობმომპოვებელი კომპანიის “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას”
ყოფილი თანამშრომლები ამ წუთებში მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კომპანიას მოპოვებული ნავთობის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ მისცემენ.
ნავთობბაზასთან მოსახლეობას კომპანიის სათაო ოფისის წარმომადგენლები დახვდნენ,თუმცა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გააკეთეს.
აქციის მონაწილეები პროფკავშირის წარმომადგენლებსაც ელოდებიან.
“ფრონტერას” ყოფილი , 84 თანამშრომლის მოთხოვნა უცვლელია,მოხდეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც ჯამში მილიონ ლარს ითვლის.