ხულოში წყლის სისტემის პროექტი მიმდინარეობს
ხულოში წყლის სისტემის პროექტი მიმდინარეობს. ხულოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა, სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა. საინიციატივო ჯგუფი პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვება.
საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების შემდეგ, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW -თან ერთად ხორციელდება. ამ დროისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე შედგა ვაშლოვანისა და ოქრუაშვილების მოსახლეობასთან.