ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძე მის მიერ წარმოდგენილ ხედვაში საუკეთესო იყო
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორისაც ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ირაკლი შოთაძე მის მიერ წარმოდგენილ ხედვაში საუკეთესო იყო.
“ირაკლი შოთაძე იყო საუკეთესო მის მიერ წარმოდგენილ ხედვაში, ვინაიდან მას ჰქონდა დეტალური ხედვა, პროგრამა თუ რას გააკეთებს ის პროკურატურისთვის იმ შემთხვევაში თუკი მას მხარდაჭერა ექნება. წინასწარ ვერ ვიტყვი ვისი კანდიდატურა იქნება პარლამენტში გადაგზავნილი. ეს არის ობიექტური მოცემულობა. პრიორიტეტულობას თუ ავიღებთ და შკალას დავაწესებთ, მაქსიმალური შკალით შეგვიძლია ამ კანდიდატის შეფასება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შერჩეულია პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატი: სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია.