მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე წელს მეოთხედ შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში, ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის წევრებმა, სასახლის მიმართულებების მოსწავლეებმა, დირექტორმა თიკა რუხაძემ, მიმართულებების ხელმძღვანელებმა, პედაგოგებმა და თანამშრომლებმა საჯაროდ წაიკითხეს ცნობილი ნაწარმოებები.
მწერლებმა: ნინია სადღობელაშვილმა, ირმა მალაციძე და ლელა ცუცქირიძემ მოსწავლეებს საკუთარი საბავშვო მოთხრობებიდან ნაწყვეტები წაუკითხეს.
სასახლის ფოიეში მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა ფასდაკლებით, რომლის ფარგლებში, წიგნების შეძენის მსურველებს შეეძლოთ, შეეძინათ საქართველოს წამყვანი გამომცემლობების რჩეული და ახალი გამოცემული ლიტერატურა. საგანმანათლებლო-შემეცნებითმა აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრი მკითხველი ჩაერთო.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე წელს მეოთხედ უერთდება ამ მასშტაბურ ღონისძიებას. ღონისძიების ინიციატორია ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ და მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიარდს აღწევს.